პირველმა ლედიმ „ოქროს ბიჭუნა“ იპოვა

© FB / "Ничиери"მაკა ჩიჩუა და დიტო გოზალიშვილი
მაკა ჩიჩუა და დიტო გოზალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათი წლის დიმიტრი (დიტო) გოზალიშვილმა შოუ „ნიჭიერის“ პირველ ტურში ნახევარფინალის საგზური მიიღო, რადგან ჟიურის წევრმა, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ „ოქროს ღილაკს“ დააჭირა ხელი.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ლედიმ, რომელიც პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრია, თავისი „ოქროს ბიჭუნა“ იპოვა.

შოუ 21 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო. ერთ–ერთი პირველი მონაწილე დიტო გოზალიშვილი, ჩაჩუას მიერ „ოქროს ღილაკზე“ დაჭერის წყალობით, ნახევარფინალში მოხვდა.

დიმიტრი (დიტო) გოზალიშვილი სცენაზე ცოტა დაბნეული გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ამერიკული მულტფილმიდან „ჯუნგლების წიგნი“ სიმღერის I Wanna Be Like You შესრულება დაიწყო.

მარიამ ურუშაძე - Sputnik საქართველო
გოგონა, რომელმაც საქართველოს პირველი ლედი აატირა

დიტომ სცენაზე ნამდვილი არტისტის თვისებები გამოავლინა, რამაც ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია.

ნომრის დასრულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ „ოქროს ღილაკს“ დააჭირა ხელი და „ოქროს წვიმა“ წამოვიდა. ბიჭუნა ძალზე გაოცდა და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ნახევარფინალისტი გახდა.

„დიტო, შენ გამოხვედი, როგორც ჩვეულებრივი ტომ სოიერი. ტანსაცმლის სტილითაც ასეთი ტიპი ხარ. ამას ჰქვია: მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე“, – უთხრა პატარა კონკურსანტს ჟიურის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ჩიჩუა კი სცენაზე ავიდა, ბიჭუნას მოეხვია და თქვა: „ეს ჩემი ოქროს ღილაკია, ეს ჩემი ოქროს ბიჭუნაა“.

„ნიჭიერი“ ბრიტანული შოუს Got Talent ქართული ანალოგია. 

ყველა ახალი ამბავი
0