გოგონა, რომელმაც საქართველოს პირველი ლედი აატირა

© Sputnik / Levan Avlabreliმარიამ ურუშაძე
მარიამ ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ შოუში „ნიჭიერი“ რვა წლის გოგონამ ყველასთვის ცნობილი სიმღერა ისე შეასრულა, რომ ცრემლის შეკავება შეუძლებელი გახდა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რვა წლის ლანჩხუთელმა მარიამ ურუშაძემ პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონის ჟიურის წევრები მოხიბლა. შოუ 21 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო.

ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი მარიამი ზღაპრის პრინცესას ჰგავდა. გოგონას თქმით, ოჯახი ერთი წლის წინ საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთში „ოჯახური პატარა პრობლემების“ გამო გადავიდა და რომ მან ორ ფესტივალზე — სენაკსა და თბილისში უკვე მიიღო მონაწილეობა.

„როდესაც ვმღერი, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დედას ვესაუბრები, თითქოს დედა მკოცნის და მეც ამითვე ვპასუხობ“, — განაცხადა გოგონამ.

ამის შემდეგ გოგონამ შეასრულა კომპოზიცია Caruso. სიმღერა იტალიურ ენაზე ცნობილ საოპერო მომღერალ ენრიკო კარუზოს ეძღვნება. ის 1986 წელს ლუჩო დალამ დაწერა და მთელ მსოფლიოში მალევე მოიპოვა პოპულარობა.

ჟიურის წევრები არიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი რუსკა მაყაშვილი და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი.

მარიამ ურუშაძის სიმღერა ცრემლის გარეშე ვერ მოისმინეს ჟიურის წევრმა ქალებმა და, მათ შორის, პირველმა ლედიმ — მაკა ჩიჩუამ. მაყურებელმა და ჟიურის წევრებმა მარიამს ტაში ფეხზე წამომდგარმა დაუკრეს.

„ნიჭიერი“ ბრიტანული შოუს Got Talent ქართული ანალოგია.

ყველა ახალი ამბავი
0