მოსკოვის პიონერთა სასახლეში ქართული კულტურის დღე გაიმართება

© RIA Novosti . Nataliya Seliverstovaმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ხალხური შემოქმედების მთელი სიმდიდრე და სილამაზე, აზიაროს ბავშვები და ახალგაზრდობა კულტურულ მემკვიდრეობას და თავისი წვლილი შეიტანოს კულტურათშორის დიალოგში.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის პიონერთა სასახლეში 26 ნოემბერს რუსეთის ეროვნულ კულტურათა საბავშვო ფესტივალის „მოსკოვი ჩემი სახლია“ ფარგლებში საქართველოს კულტურის დღე გაიმართება.

„ფესტივალის ადგილად მის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს პიონერთა სასახლე შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეს ტერიტორია არაჩვეულებრივადაა მორგებული ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებებს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ არსებობის 80 წლის განმავლობაში ყველა ეროვნების ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე სანკტ-პეტერბურგში ფორუმზე მსჯელობენ

ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ხალხური შემოქმედების მთელი სიმდიდრე და სილამაზე, აზიაროს ბავშვები და ახალგაზრდობა კულტურულ მემკვიდრეობას და თავისი წვლილი შეიტანოს კულტურათშორის დიალოგში.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და რუსული საბავშვო და პროფესიული კოლექტივები. ესენია: ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, „ედელვაისი“, „მთებზე მაღლა“, მუსიკალური ჯგუფი „არაგვი ბენდი“, „კავკასიონი“, Plum Sauce, ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრი „მოცარტი“ და მუსიკალური სტუდია „ბალანჩინო“.

ყველა ახალი ამბავი
0