საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე სანკტ-პეტერბურგში ფორუმზე მსჯელობენ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები განიხილავენ აქტუალურ საკითხებს და წლის პოლიტიკური შედეგებს აჯამებენ.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. სანკტ-პეტერბურგში ორშაბათს მუშაობა დაიწყო ფორუმმა „რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“.

კონფერენციის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შეაჯამებენ პოლიტიკური წლის შედეგებს, განიხილავენ რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს, ასევე კულტურისა და რელიგიის როლს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, იუწყებიან ორგანიზატორები.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ ახსნა, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

ფორუმი მუშაობას 23 ნოემბერს დაასრულებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და „კულტურული კავშირების ცენტრი — კავკასიის სახლი“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ქვეყნის მთავრობამ, რომელიც 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0