სასტიკი მკვლელობა – დამნაშავეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომელი
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა თავისი ნაცნობი მოკლა და მისი სხეული ქვევრში დამალა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო სოფელ შაქრიანის მკვიდრი გელა ხუციშვილი თანასოფლელის თინათინ ხოდაშნელიშვილის მკვლელობაში და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოძიების მონაცემებით, 2016 წლის 5 აგვისტოს ნასვამმა ხუციშვილმა თანასოფლელ თინათინ ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გელა ხუციშვილი მივიდა თინათინ ხოდაშნელიშვილთან სახლში და ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ Hmobile X3 მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში 16 წლის გარდაცვლილი გოგონა აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა გელა ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა). 

სასამართლომ ხუციშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. 

ყველა ახალი ამბავი
0