თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გოგონა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ადგილზე მუშებმა აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გოგონა ორი დღე-ღამის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მას ნათესავები და ახლობლები ეძებდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“), რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.