თბილისი, 21 ნოემბერი– Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ სვენტიცკის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
21 ნოემბერს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სვენტიცკის "ხელოვნებასა და ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის"ჯილდო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ გიორგაძემ საზეიმოდ გადასცა.
ამ ჯილდოს მფლობელი საქართველოში ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები არიან, როგორც თეატრისა და კინოს რეჟისორები რეზო გაბრიაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე, მწერალი ბესიკ ხარანაული, მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი, პიანისტი ელიზავეტა ლეონსკაია, მოცეკვავე იამზე დოლაბერიძე და მრავალი სხვა.
წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 2016 წლის 29 იანვარს ნიკოლოზ სვენტიცკის ასევე რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა.