ქვეყნის პირველმა პირებმა გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვეს

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამსახურებული არტისტი, გამოჩენილი რეჟისორი გიზო ჟორდანია წუხელ თბილისში გარდაიცვალა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა გამოჩენილი ქართველი თეატრალური რეჟისორის, ქვეყნის დამსახურებული არტისტის გიო ჟორდანიას ნათესავებსა და ახლობლებს. ჟორდანია შაბათს თბილისში 82 წლისა გარდაიცვალა.

„ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე რეჟისორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„გიზო ჟორდანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მისი სპექტაკლები ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოსულა თეატრის სცენიდან… სამწუხაროდ, ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

გიზო ჟორდანია - Sputnik საქართველო
რეჟისორი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა

გიზო ჟორდანია ლანჩხუთის რაიონში 1943 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 1958 წელს მან თბილისი სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. დამდგმელ-რეჟისორად მუშობდა რუსთაველის, გრიბოედოვისა და ფალიაშვილის სახელობის თეატრებში.

1991-1999 წლებში გიზო ჟორდანია თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი იყო. 

გიზო ჟორდანია დრამატული თეატრის, ოპერისა და თეატრალური პედაგოგიკის პრობლემატიკაზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ჟორდანიას მიერ მიღებულ ჯილდოებს შორისაა — შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, ალექსანდრე პოპოვის, ალბერტ შვაიცერის მედალი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.  

ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

მის სახელთანაა დაკავშირებული სპექტაკლები: „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” და სხვა. 

გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით “აბესალომ და ეთერი” 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0