კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა გამართა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი შეხვედრა პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გამართა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ახლახან არჩეულმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკთან გამართა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელი.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ–ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გაღრმავებაზე. იმ ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რომელიც ტრადიციულად ორ ქვეყანას აქვს.  ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ–ის მოქმედი ადმინისტრაციისგან. საპარლამენტო არჩევნებს შევეხეთ, როგორც ერთ–ერთ საუკეთესოდ ჩატარებულ არჩევნებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით პარასკევს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი პლენარული სხდომის დროს აირჩიეს. იმავე დღეს აირჩიეს ვიცე–სპიკერები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტების თავმჯდომარეები.

საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად – 8 და 30 ოქტომბერს გაიმართა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

 

ყველა ახალი ამბავი
0