თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
კომიტეტები და კომიტეტების ახლადარჩეული თავმჯდომარეები:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი — ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი — შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი სოფო კილაძე
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი — საქართველოს სოლიდარობის ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი — კომპანია Caucasus Minerals-ის დამაარსებელი კახა კუჭავა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი — ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოფილი თანამშრომელი რომან კაკულია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — მერვე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი — სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გულორდავა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი — მერვე მოწვევის პარლამენტის ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი — მერვე მოწვევის პარლამენტის ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი — თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ლილუაშვილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი — დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი სოფო ქაცარავა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი — იურისტი გიორგი კახიანი
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტი — საქართველოს საპარტნიორო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი — ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი — ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.