გურიაში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არის თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით არის აწყობილი. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმეა, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში შპს „ასკანგელ ალიანსის" ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

საწარმო სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა და მასში 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს „საქვეყნო, მამულიშვილური“ საქმეა და გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა „გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით — გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ… ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება“, – განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა საწარმოს გახსნისას. 

პრემიერმა გრემში ახალი საწარმო მოინახულა - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი სოფელ გრემში ახალი საწარმოს "სარაჯიშვილი დისტილერის" გახნას დაესწრო

თავდაპირველად საწარმოში 130-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, ხოლო შემდეგ მათი რაოდენობა 300–მდე გაიზრდება, აღნიშნა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ჩოხატაურში გახსნილ კულტურის სახლზე და რეგიონების კულტურული აღორძინების მნიშვნელობაზე.

ხელოვნების სახლი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე გუშინ გახსნა. ჩოხატაურის ხელოვნების სახლში მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი და „კულტურის ცენტრი" განთავსდება. 350 მაყურებელზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა… ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა… დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმეა“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. 

ყველა ახალი ამბავი
0