პრემიერ-მინისტრი სოფელ გრემში ახალი საწარმოს "სარაჯიშვილი დისტილერის" გახნას დაესწრო

© მთავრობის პრესსამსახურიპრემიერმა გრემში ახალი საწარმო მოინახულა
პრემიერმა გრემში ახალი საწარმო მოინახულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საწარმო გრემში შეღავათიანი აგროკრედიტი ფარგლებში აშენდა და მის განსახორციელებლად სახელმწიფომ 600 ათას დოლარიანი კრედიტი გამოყო.

თბილისი, 13 ნოემბერი — Spitnik. „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კახეთში, სოფელ გრემში კიდევ ერთი ახალი საწარმო — „სარაჯიშვილი დისტილერი" გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა, — იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. 

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადგახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.

ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
"შეღავათიანი აგროკრედიტების" ფარგლებში 24 449 სესხი გაიცა

"სარაჯიშვილი დისტილერი" სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში უკვე გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა 303 საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ პროექტების მხარდაჭერისთვის 17 მილიონ დოლარზე მეტია გაცემული.

ყველა ახალი ამბავი
0