"შეღავათიანი აგროკრედიტების" ფარგლებში 24 449 სესხი გაიცა

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიატმის მოსავალი
ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში გადამამუშავებელ სფეროში განხორციელდა 26 პროექტის თანადაფინანსება, რომლის საერთო მოცულობა 17,3 მლნ აშშ დოლარია.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. აგრომრეწველობის სფეროს განვითარებისათვის შეღავათიანი აგროსესხების ფარგლებში 613,4 მლნ ლარისა (255, 6 მლნ აშშ დოლარი) და 153,2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის  24 449 სესხი გაიცა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის ანგარიშში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“.

პროექტის ფარგლებში გადამამუშავებელ სფეროში განხორციელდა 26 პროექტის თანადაფინანსება, რომლის საერთო მოცულობა 17,3 მლნ აშშ დოლარია, აქედან, სახელმწიფო დაფინანსების წილი – 6,4 მლნ აშშ დოლარი.

2014–2015 წლებში აგრომრეწველობის განვითარებისათვის თანადაფინანსებით  ეროვნულ ვალუტაში 2,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი გაიცა. 

თანადაფინანსებისა და შეღავათიანი აგროკრედიტების ფარგლებში 132 ახალი საწარმო დაფინანსდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0