ძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

© photo: Sputnik / Ramil Nuriev / გადასვლა მედიაბანკშიქარიშხალი
ქარიშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება პირობას დებს, რომ დაზარალებულებს დაეხმარება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ძლიერმა ქარმა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ქუთაისში ამოვარდა, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მოგლეჯილმა სახურავმა სახლთან მდგომი ავტომობილი დააზიანა. ადამიანები არ დაშავებულან.

წვიმა - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსები მკვეთრად აცივებას პროგნოზირებენ

„ხუთი წუთის დაყენებული მყავდა მანქანა და პირდაპირ მოგლიჯა სახურავი და დაეცა ჩემს ავტომობილს…  ვთხოვთ მერიას და სამაშველო სამსახურს, რომ ეს „ჟესტები“ ჩამოხსნან, აქ დადიან ადამიანები, ბავშვები და საშიშია“, – განაცხადა ავტომობილის მფლობელმა ტელეკომპნია „რუსთავი2“–ის ეთერში. 

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას ზარალის ოდენობის დადგენის შემდეგ დაეხმარებიან.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი კიდევ რამდენიმე დღე იქნება. ასევე მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.


ყველა ახალი ამბავი
0