თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. კვირის ბოლოს სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრ აცივებას პროგნოზირებენ — ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცემა, მოსალოდნელია წვიმა და თოვლი.
18 ნოემბერი, პარასკევი
ღამით ზოგ რაიონში, დღისით კი საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში მოთოვს. დღისით, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის დასავლეთში დაუბერავს 9-14 მ/წმ სიძლიერის ქარი, აღმოსავლეთში — 10-15 მ/წმ.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 1-6° სითბო, დღისით — 6-11°. მაღალ მთაში: მინუს 5-0°, დღისით — 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 0-5° სითბო, დღისით — 6-11°. მაღალ მთაში: მინუს 8-3°, დღისით — 1-4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ძირითადად ღრუბლიანი და უნალექო ამინდი იქნება. ღამით ღამით 0-3°, დღისით კი 8° სითბოა მოსალოდნელი.
19 ნოემბერი, შაბათი
დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით წვიმას, მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ. ქვეყნის დასავლეთში დაუბერავს 17-22 მ/წმ სიძლიერის ქარი, აღმოსავლეთში — 10-15 მ/წმ.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0-5° სითბო, დღისით — 10-15°. მაღალ მთაში: მინუს 10-5°, დღისით — 1-6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს 2 — პლუს 3, დღისით — 3-8° სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში: მინუს 13-8°, დღისით — 1-4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ხანმოკლე წვიმა იქნება. ღამით ღამით მინუს 1°, დღისით კი 6° იქნება.
20 ნოემბერი, კვირა
დასავლეთ საქართველოში ძირითადად ნალექია ნავარაუდევი, ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ძირითადად, თოვლის სახით. ქვეყნის დასავლეთში დაუბერავს 28 მ/წმ სიძლიერის ქარი, აღმოსავლეთში — 20-25 მ/წმ.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 2-7° სითბო, დღისით — 10-15°. მაღალ მთაში: მინუს 8-3°, დღისით — 2-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს 2 — პლუს 3, დღისით — 1-6° სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში: მინუს 10-5°, დღისით — 5-0 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ხანმოკლე წვიმა იქნება. ღამით ღამით პლუს 2°, დღისით კი 6° იქნება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.