შსს–ს პროექტი „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალში პროექტში მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ჩაერთვება და სააგენტოს რეგიონული დანაყოფების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები ეტაპობრივად დაირგვება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. შსს–ს მომსახურების სააგენტომ პროექტი „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური

პროექტის ინიციატორია მომსახურების სააგენტო და მისი დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, რომელმაც, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

„სააგენტოს 100-მდე თანამშრომელმა ქალაქ რუსთავში, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის — ფიჭვის, იფანის და კვიპაროსის 300-მდე ხე დარგო“, – ნათქვამის უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზეთისხილის ნერგი - Sputnik საქართველო
მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

მომავალში პროექტში მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ჩაერთვება და სააგენტოს რეგიონული დანაყოფების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები ეტაპობრივად დაირგვება.

აქციის მიზანს გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემების გადალახვა წამოადგენს. 

ხეების დარგვასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მათ მოვლაზეც იზრუნებენ.


ყველა ახალი ამბავი
0