მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

გამოწერა
აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება. ზეთისხილის ნერგები თბილისი მერის, დავით ნარმანიას გარდა, თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა.

“მნიშვნელოვანია, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც  მახათას მთაზე ვრგავთ, საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა.  მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე  ნაყოფს მოისხამს.  ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი  ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“ — განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში სულ  80 000 ხე-მცენარე დაირგვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0