შსს: მშობლების მკვლელობაში ბრალდებული საავადმყოფოში მოათავსეს

გამოწერა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა თავის მოკვლა სცადა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მოათავსეს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც სოფელ ლიაში ნაჯახით საკუთარ ასაკოვან მშობლებს თავები მოჰკვეთა, სუიციდის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებულმა მამაკაცმა 88 წლის მამას და 84 წლის დედას ნაჯახით თავები მოჰკვეთა.  

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
რიტუალური მკვლელობა თბილისში – ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„დანაშულის ჩადენის შემდეგ ის თავის მოკვლას სახლთან ახლოს, ტყეში შეეცადა. შემთხვევის ადგილზე დროულად მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს სუიციდის აღკვეთა და ახალგაზრდა საავადმყოფოსი მოათავსეს. ამ დროისათვის მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაირკვა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში აღრიცხვაზე იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, ის თავის ჩამოხრჩობას შეეცადა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ადრე მედია იტყობინებოდა, მამაკაცი ვენების გადაჭრას შეეცადა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0