მამაკაცმა საკუთრ მშობლებს ნაჯახით თავები მოკვეთა

გამოწერა
ეჭვმიტანილი, რომელსაც მშობლების საზარელი მკვლელობა ედება ბრალად, ფსიქიური პრობლემები აქვს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სამეგრელოს რაიონის სოფელ ლიაში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ მშობლებს — 88 წლის მამასა და 84 წლის დედას ნაჯახით თავები მოკვეთა და მიმალვას შეეცადა, იუწყება ტელეარხი „პალიტრა ნიუსი“. როგორც გაირკვა, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
რიტუალური მკვლელობა თბილისში – ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„მას (ეჭვმიტანილს) ფსიქიური პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა. დღეს ნაჯახით საკუთარ მშობლებს თავები მოაჭრა და გაქცევას შეეცადა. გაქცევის დროს კი ვენების გადაჭრას შეეცადა“, — განაცხადა სოფლის რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ.

საქართველოს შსს-მ ორვე მკვლელობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალების გასაჯაროვებისგან თვი შეიკავა.

„სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 109-ე მუხლითაა აღძრული. შეგვიძლია მხოლოდ მკვლელობების ფაქტები დაგიდასტუროთ“, — სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს ციტირებს.


ყველა ახალი ამბავი
0