თბილისი, 19 – Sputnik. ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიები თავიანთი ურთიერთობებით მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსებს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიან რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას.
ილია მეორე მოსკოვში მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობებს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მაგალითს ვაძლევთ პოლიტიკურ მოღვაწეებს. უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში არასდროს არ ყოფილა რუსეთიდან იმდენი დამსვენებელი საქართველოში, როგორც ახლაა. და ჩვენ მოხარულები ვართ ამის“, — ხაზგასმით აღნიშნა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა თქვა, ორივე ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა“, — დასძინა ილია მეორემ.
თავის მხრივ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ქართულ ეკლესიასთან ურთიერთობას „ გულთა კავშირი“ უწოდა, რომლის გარეშეც ხალხებს შორის გულითადი კავშირი არ არსებობს.