DART-ი კიევიდან თბილისში რეგულარულ ფრენებს განახორციელებს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A320
Airbus A320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანია DART-ს თბილისში რეგულარული ფრენების უფლება დართო.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. უკრაინული ავიაკომპანია DART-ი 23 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ ავიარეისებს კიევი-თბილისი-კიევი რეგულარულად — პარასკევსა და კვირას განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  ვებ-გვერდზე. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანის რიცხვი 23%-ით გაიზარდა

DART-ი ავიაფრენებს  Airbus 320 და 321 ტიპის თვითმფრინავებით განახორციელებს. 

დღეისათვის კიევსა და თბილისს შორის ავიაფრენებს ავიაკომპანიები Ukraine International Airlines-ი და YANAIR-ი ახორციელებს.

ქართულ ავიაბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 46 მიმართულებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში დაფრინავენ.

საქართველოს აეროპორტების გავლით 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 2,2 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან,  91%-ს უცხოური ავიაკომპანიები, ხოლო 9%-ს — ქართული კომპანიები მოემსახურნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0