საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანის რიცხვი 23%-ით გაიზარდა

© Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოთხი მოქმედი აეროპორტია, ქართულ საავიაციო ბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 2,2 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2012 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 103%-ით გაიზარდა. 

თბილისის აეროპორტი 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 15 კმ-ში მდებარეობს, მგზავრთა საერთო გადაყვანების 79,1% მოდის.

© ეკონომიკის სამინისტროთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია, რომლებიც ახორციელებენ რეისებს 36 მიმართულებით. 2016 წელს აეროპორტს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია – Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline და Zagros Airlines, და ოთხი ახალი მიმართულება — პეკინი, ბაჰრეინი, ისპაჰანი და დამამი. 

მიმდინარე წლის ნოემბერში კიდევ სამი კომპანია დაიწყებს ოპერირებას — Turkmenistan Airlсines, Pobeda და Dart, რომლებიც იფრენენ აშხაბადში, როსტოვსა და კიევში. 

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით, რომელიც ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს, ისარგებლა გადაყვანილ მგზავრთა 12,4%-მა. გარდა შიდა და საერთაშორისო რეისებისა, აეროპორტი ასევე ემსახურება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს. 

© ეკონომიკის სამინისტრობათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტში ოპერირებს თურქეთის 16 ავიაკომპანია, რომლებიც ახორციელებენ რეისებს 15 მიმართულებით. 2016 წელს აეროპორტს კიდევ დაემატა 6 ავიაკომპანია — EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways და ოთხი მიმართულება — აქტაუ, შარჟა, სანქტ-პეტერბურგი და თეირანი. 

მიმდინარე წლის ნოემბერში ოპერირებას დაიწყებს კიდევ სამი კომპანია — Turkmenistan Airlines, Pobeda დ Dart, რომლებიც იფრენენ აშხაბადში, როსტოვსა და კიევში. 

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს, მგზავრთა საერთო რაოდენობის 8,4% იქნა გადაყვანილი. აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა ქართულ ბაზარზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

აეროპორტში 4 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც რეისებს 15 მიმართულებით ახორციელებენ. 

WizzAir-ის ავიაკომპანია, რომელიც ბაზირებულია აეროპორტში, ახორციელებს ავიარეისებს შვიდი მიმართულებით — ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა და სოფია. 

მესტიის აეროპორტი

თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი მხოლოდ ადგილობრივი ავიარეისების განხორციელებისთვის გამოიყენება. 

© ბესიკ ფიფიამესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მესტიის აეროპორტი

საანგარიშო პერიოდში ამ აეროპორტით ისარგებლა მგზავრთა საერთო რაოდენობის 0,14%-მა. 

ამ აეროპორტის გამოჩენამ გაამარტივა საქართველოს სხვა რეგიონებში მიმოსვლა. რეგულარული ავიარეისები ხორციელდება თბილისიდან და ქუთაისიდან, ძირითადად, კარგ ამინდში. 

მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს ავიაკომპანია Pegasus Airlines. 

პირველი 9 თვის მანძილზე გადაყვანილია 3 105 მგზავრი და მათგან 44% უცხოელია. სულ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 129 რეისი. 

ყველა ახალი ამბავი
0