თანასოფლელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება მომხდარის მიზეზებს არკვევს, მედიის ვერსიები გაიყო.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თანასოფლელის მოკვლის ბრალდებით, პოლიციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში სოფელ თაზაკენდის მკვიდრი დააკავეს. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. დანაშაული პარასკევს გამთენიისას მოხდა. მედიის ცნობით, ბრალდებულმა მურაზ ჰუსეინოვმა შამილ ჰასანოვი არმატურის თავში ჩარტყმით მოკლა.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
მამაკაცზე, რომელმაც ცოლს ჩაქუჩით სცემა, ძებნას გამოაცხადებენ

მაგრამ სხვა ვერსიით, ჰასანოვი მურაზ ჰუსეინოვის სახლში შეიჭრა. ჰუსეინოვი თავს იცავდა, ჰასანოვს დანა დაარტყა და ადგილზე მოკლა. მომხდარის ნამდვილ მიზეზს გამოძიება დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 


ყველა ახალი ამბავი
0