საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა

© REUTERS / David Mdzinarishviliსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სისტემის რეფორმა - საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მომავალი 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. 

„ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ. ქვეყნის მყისიერი წარმატება აუცილებელია! ვეთანხმები პრემიერმინისტრს, რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, 2017 წელს განათლების წლად ვაცხადებ! განათლება თავისუფლებაა! მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას. მჯერა ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებას ერთად ავაშენებთ და გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ”, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა უახლოეს მომავალში განათლების სისტემის ვრცელ სტრატეგიას წარმოადგენს

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა განათლების სფეროს განვითარება და რეფორმათა სპეციალური პაკეტიც კი შეიმუშავა ამ მიმართულებით. რეფორმა გულისხმობს პროფესიული სწავლების გერმანული მეთოდის შექმნას, რომლის თანახმადაც სტუდენტს საშუალება ექნება ერთდროულად ისწავლოს კიდეც პროფსასწავლებელში და იმუშაოს სპეციალობით. 

გარდა ამისა, სახელმწიფო ქმნის ფონდს, რომელიც დააფინანსებს მოსწავლეთა იდეებსა და ინიციატივებს. 


ყველა ახალი ამბავი
0