ჯეჯელავა უახლოეს მომავალში განათლების სისტემის ვრცელ სტრატეგიას წარმოადგენს

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პედაგოგთა და მოსწავლეთა შესაბამის დატვირთვაზე, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივ მუშაობაზე, ინკლუზიურ განათლებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და მათთან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სიახლეებზე და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

მინისტრმა აღმნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში ის საზოგადოებას ვრცელ სტრატეგიას გაუზიარებს, რომელშიც გაწერილია მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებზე იმუშავებს სამინისტრო.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პედაგოგთა და მოსწავლეთა შესაბამის დატვირთვაზე, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივ მუშაობაზე, ინკლუზიურ განათლებაზე, გამოცდილების მისაღებად სისტემაში ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვაზე, ბავშვთა ძალადობაზე, სისტემის გამჭვირვალობაზე და ყველა იმ თემაზე, რაც განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის აქტუალურია, აღნიშნულია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: სკოლას, პირველ რიგში, სული უნდა დავუბრუნოთ

ჯეჯელავას განცხადებით, ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 13 ათასზე მეტ პედაგოგს შეხვდა და სკოლის საჭიროებებზე უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია.

მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემაში გატარდება ისეთი კურსი, რომელსაც შემდგომი მინისტრებიც აქტიურად გააგრძელებენ. პროცესი კი იქნება გამჭვირვალე და მასში ყველა მსურველი ჩაერთვება.

ყველა ახალი ამბავი
0