ირაკლი კობახიძე – პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე

© REUTERS / David Mdzinarishviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. კობახიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია მიიღო. მან გერმანიაშივე მიიღო დოქტორის ხარისხი სამართლის სფეროში. 

2001 წელს კობახიძე შიდა ქართლში საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორად მუშაობდა, რომელსაც აშშ-ის (USAID) საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებდა.

ირაკლი კობახიძე 2005–2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა. 2006-2008 წლებში მუშაობდა ექსპერტად ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

2007–2008 წლებში იყო თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 

2009–2011 წლებში კობახიძე იყო ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. კობახიძე გაეროს განვითარების სხვადასხვა პროგრამაში იყო დასაქმებული მენეჯერის პოზიციაზე 2014 წლის ჩათვლით. 2011–2012 წლებში ის ასევე იყო ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

2011-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს. 2011-2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კობახიძე 2011–2012 წლებში ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო.

2014 წლიდან დღემდე კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური კარიერია „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო. მას აქ 2015 წლის იანვრიდან უკავია აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, ასევე არის პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0