საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

© REUTERS / David Mdzinarishviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

კობახიძის კანდიდატურას ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე 118-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ 3 დეპუტატი წავიდა. საპარლამენტო უმცირესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„საპარლამენტო საქმიანობას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტრუქციული მუშაობა“, — განაცხადა კობახიძემ კენჭისყრამდე პარლამენტის ტრიბუნიდან.

ყველა ახალი ამბავი
0