დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გადადგება საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად. პარლამენტი კი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განხილვას შეუდგება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება. საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. 150 დეპუტატიდან 77 პარტიული სიით, 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.

პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის, რომელიც დეპუტატების წინაშე ახალი ინიციატივებით წარდგება და მათ თანამშრომლობის ახალ ფორმატს შესთავაზებს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება.

გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უფლებამოსილება შეუჩერდება საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად. პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ხმების უმრავლესობა მოიპოვა არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც პრეზიდენტი, თავის მხრივ, ნდობის გამოსაცხადებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

ყველა ახალი ამბავი
0