თბილისის გარეუბანში მოთოვა

გამოწერა
ღამით სპეციალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბნებში — კოჯორსა და ბეთანიაში თოვლი მოვიდა. ამის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ტრანსპორტი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება. თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა, კომპანია „თბილსერვის–ჯგუფი“ მოსახლეობას სთხოვს, დარეკონ „ცხელ ხაზზე“.

© თბილსერვის ჯგუფიკოჯორსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.
კოჯორსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.  - Sputnik საქართველო
კოჯორსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.

სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. პარასკევს ღამით პლუს სამი, ხოლო დღისით — პლუს რვა გრადუსი იქნება.

წვიმა - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსები მკვეთრად აცივებას პროგნოზირებენ

შაბათს თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ხანმოკლე წვიმა იქნება. ღამით მინუს 1°, დღისით კი 6° იქნება.

კვირას კი თბილისში ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ხანმოკლე წვიმა იქნება. ღამით პლუს 2°, დღისით კი 6° იქნება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.

გასულ კვირაში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე თბებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0