ქართველ დელეგატებს სტამბულში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული ღვინოები მიაქვთ

© Xcookწითელი ღვინო
წითელი ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2017 წლის მაისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება, ამიტომ დეპუტატებმა გადაწყვიტეს, დელეგატებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე კლიპი აჩვენონ და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 62-ე ყოველწლიური სესიაში, რომელიც 18-21 ნოემბერს გაიმართება სტამბულში.

საერთაშორისო ფორუმში ნატოს წევრი და ასოცირებული ქვეყნების ქვეყნების 257 კანონმდებელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. 

ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უხელმძღვანელებს. 

საქართველო-ნატოს სწავლება 2016 - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ნატო-საქართველოს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

„აღსანიშნავია, რომ ნატოს 2017 წლის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას 26-29 მაისს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. საქართველო რიგით მეხუთე არაწევრი ქვეყანა იქნება, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტამბულში სესიის მსვლელობისას საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება“, — ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში. 

საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ასამბლეის დელეგატები მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების, სამშვიდობო მისიების, ტერორიზმის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0