ივანიშვილმა Christie’s-ის აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ტილო რეკორდულ ფასად გაყიდა

© Sputnik / Levan Avlabreliჰოლანდიელი მხატვრის ნახატი
ჰოლანდიელი მხატვრის ნახატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
XX საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის ვილემ დე კუნინგის ნახატი, რომლის საწყისი ფასიც აუქციონზე 37 მლნ ევრო იყო, ქართველმა ოლიგარქმა თითქმის ორჯერ ძვირად გაყიდა.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჰოლანდიელი მხატვრის ვილემ დე კუნინგის ნახატი რეკორდულ ფასად — 61 მილიონ ევროდ გაყიდა.

ნახატი „ უსახელო XXV“ ნიუ-იორკში Christie’s-ის აუქციონზე 15 ნოემბერს გამოიფინა. ტილო თითქმის ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა, ვიდრე აუქციონზე  თავიდან შეფასდა — 37 მლნ ევრო. ნახატის ახალი პატრონის ვინაობა უცნობია, მან ნახატი ტელეფონით შეიძინა. 

Фото опубликовано Julian Treger (@juliantreger) Ноя 15 2016 в 11:31 PST

 

„ეს რეკორდული ფასია, რომელიც კი გადაუხდიათ ამ აბსტრაქტული ექსპრესიონისტის ნამუშევრებში, რომელმაც ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა“, — წერს ჰოლანდიური გამოცემა deVolkskrant.

ვილემ დე კუნინგის წინა სააუქციონო რეკორდი — 32,1 მლნ დოლარია, რომელიც 2013 წელს ზემოთ აღნიშნულ ნახატში გადაიხადეს.

მხატვრის ერთ-ერთი ტილო სექტემბრის თვეში 279 მლნ ევროდ გაიყიდა, თუმცა გაყიდვა არა აუქციონზე, არამედ კერძო პირობებში მოხდა. 2006 წელს დე კუნინგის ნახატი „ქალი III“, რომელიც მხატვარმა 1953 წელს დახატა, მილიონერმა სტივენ კოენმა 151 მლნ ევროდ ამერიკელ კოლექციონერ დევიდ გეფენთან კერძო გარიგების ფარგლებში იყიდა.

ფიროსმანის ტილო - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა

საზოგადოებისთვის ცნობილია ბიძინა ივანიშვილის მხატვრობით გატაცება. მიმდინარე წლის ივნისში ლონდონის Sotheby's-ის აუქციონზე მან ქართველი ფერმწერის ნიკო ფიროსმანაშვილის ტილო „შველი ნაკადულთან“ შეიძინა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს აჩუქა. ნახატში ივანიშვილმა 629 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, საწყისი ფასი 150-200 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

ამას გარდა, გასულ წელს Christie's-ის აუქციონზე ქართველმა ოლიგარქმა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ 1,5 მლნ აშშ დოლარად იყიდა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

ყველა ახალი ამბავი
0