საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდის ექსპერიმენტი დასრულდა

გამოწერა
ინოვაციური მეთოდით გზის მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანიამ „აგეტე" უსასყიდლოდ შეასრულა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში, პირველად, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი), გზის  ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით ხორციელდება. მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით.

აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. ინოვაცია უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც.  გარდა იმისა, რომ მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები წყალშეღწევადობით.

ექსპერიმენტული სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანიამ „აგეტე" უსასყიდლოდ შეასრულა. 

გზა საფარისკენ - Sputnik საქართველო
გზა უძველეს მონასტრამდე განახლებულია

სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარებული  ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა  აღნიშნული მეთოდი დადებითად შეაფასეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი მეთოდით მოწყობილი გზის საფუძველი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური მოთხოვნების პარამეტრებს. 

ახალი მეთოდით, 2017 წელს, კიროვაკანი-კუმურდოს გზისა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის  3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. 

ყველა ახალი ამბავი
0