ცრემლი და აღფრთოვანება – ყრუ-მუნჯმა ბავშვებმა ტელეშოუს ჟიური ცეკვით მოხიბლეს

© FB / "Ты можешь танцевать"შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეები
შოუს შენ შეგიძლია ცეკვა მონაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყრუ-მუნჯი ბავშვების ცეკვამ ტელეშოუს მაყურებელი და ჟიურის წევრები აღაფრთოვანა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ყრუ-მუნჯმა ბავშვებმა „იმედის“ ეთერში ტელეპროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ჟიურის წევრი მამაკაცები აატირა.

პატარა მოცეკვავეებმა ნინომ და მერაბმა სცენაზე „ლეკური“ წარმოადგინეს.

ჟიურის მამაკაც წევრებს — ამერიკელ ქორეოგრაფ ზაკ რისსა და ტელეწამყვანსა და მსახიობ დუტა სხირტლაძეს უკვე ნომრის დაწყებამდე აუცრემლიანდათ თვალები. გამოსვლის ბოლოს ზაკმა ბავშვებს ჩახუტების ნებართვა სთხოვა, რათა მათი მადლი მასზე გადასულიყო.

„ცეკვა უფლის ბოძებული ნიჭია. ამ ცეკვაში თქვენ გამოხატეთ ის გზავნილი, რისი თქმაც თქვენ გინდოდათ. თქვენთან შედარებით ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. თქვენ უნდა ისხდეთ ჩვენ ადგილზე და თქვენ გვაფასებდეთ ჩვენ. თქვენ ხართ იღბლიანები თქვენი მხრივ, ჩვენ ვართ იღბლიანები ჩვენი მხრივ, მაგრამ თქვენთან შედარებით ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია“, — მიმართა ზაკ რისმა ნორჩ მოცეკვავეებს.

ბავშვები, რა თქმა უნდა, პროექტის ფინალში გავიდნენ. ჟიურიმ მათგან და მათი ქორეოგრაფისგან პირობა მიიღო, რომ ფინალურ პროგრამაში განსაკუთრებულ ცეკვას მოამზადებენ.

„შენ შეგიძლია ცეკვა“ 2005 წელს ტელეკომპანია Fox-ის მიერ დააარსებული ამერიკული სატელევიზიო შოუს So You Think You Can Dance ქართული ანალოგია.

გიორგი გულისაშვილი და ირაკლი ნადირაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოცეკვავეებმა უკრაინული ტელეშოუს ჟიური მოხიბლეს

ქართულ ტელეპროექტში ჟიურის წევრები არიან ზაკ რისი, დუტა სხირტლაძე, პროფესიონალი მოცეკვავეები სალომე ჭაჭუა და ნატალია რთველიაშვილი-მანგანი.

პროექტის მონაწილეთა შესარჩევად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ორიგინალური შოუს მთავარი პროდიუსერი ჯეფ ტაკერი. ტელეპროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ასაკობრივი და პროფესიული შეზღუდვების გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0