საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

გამოწერა
დღეს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საარჩევნო ცენტრალური კომისიის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი შედეგები „საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად — 8 და 30 ოქტომბერს გაიმართა.

მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

— „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ – 115 ადგილი;

— „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 ადგილი;

— „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6 ადგილი

მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე — პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

ასე რომ, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 ადგილი) და მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების უფლება მოიპოვა. 

მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0