საქართველოს საჰაერო ძალების სარდალმა და შტაბის უფროსმა თანამდებობები დატოვეს

© AP Photo / Irakli Gedenidzeვაზიანი
ვაზიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ დაკავებული თანამდებობებიდან გაადდგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საჰაერო ძალების სარდალმა სერგო ნინუამ და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა გიორგი ცაბაძემ  თანამდებობებზე დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ პოსტები დატოვეს — მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დასდეს ბრალი.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს საჰაერო ძალებისა და მათ მიმართ მიზანმიმართულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება სხვდასხვა მედია საშუალებებში.

შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება მოყვა ლევან იზორიას გადაწყვეტილებას, როდესაც მან გენშტაბის თხოვნის საფუძველზე სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა. 

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროში საჰაერო ძალების სარდლის გამო სკანდალი მწიფდება

„ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული  ბრალდებებისა და საჰაერო ძალების სარდლობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიიდან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვტოვებთ თანამდებობებს და მოვითხოვთ ყველა იმ პირის დაკითხვას, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ აკეთბდნენ განცხადებას… თუ დადგინდება რომ ეს საჰაერო ძალებში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე აღდგენას და დაგეგმილი რეფორმების გაგრძელებას“, — განაცხადა ნინუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენით ვიცე-პოლკოვნიკები ნინუა და ცაბაძე აღნიშნულ თანამდებობებზე გასულ კვირაში დანიშნა.

ამის შემდეგ თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ნინუა და ცაბაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პირად შემადგენლობას ბრძანებას აძლევდნენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ ხმა. ამასთან, ისინი, თითქოსდა, ამცირებდნენ სამხედროებს, მწყობრში ახევდნენ სამხედრო ნიშნებს მუნდირიდან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ნინუა და ცაბაძე ამ თანამდებობებზე დანიშვნისთვის ვერ აკმაყოფილებენ რიგ აუცილებელ კრიტერიუმებს — ოფიცრად მსახურების წლებს, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და უცხო ენის ცოდნის დონეს.

ჩაჩიბაიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0