საქართველომ აზერბაიჯანთან საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობა გახსნა

© МВД Грузииსასაზღვრო პოლიციის ახალი შენობა
სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„იორის“ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. „იორის“ სასაზღვრო სექტორში, დედოფლისწყაროს რაიონში საქართველოს სასაზღვრო დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, აღნიშნულია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

„დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე გავხსენით ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაზღვრო სექტორი „იორი“ მოემსახურება 40-კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლებას“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მებონიამ.

ზღვა - Sputnik საქართველო
საქართველოს სანაპირო დაცვას ორ საპატრულო ხომალდს გადასცემენ

მან საქართველოს შსს-სა და აშშ-ის მთავრობას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ საზღვრები სრულად არ იქნება დაცული“, — განაცხადა იან კელიმ.

უახლოეს მომავალში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი სექტორის გახსნა იგეგმება.

2016 წლის თებერვალში საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი თბილისს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემის მოდერნიზებისთვის დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0