თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. Island-ის კლასის თანამედროვე ნავიგაციური სისტემის საპატრულო ხომალდები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 30 სექტემბერს გადაეცემა. ორი ხომალდის გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ში საქართველოს შსს-ს დელეგაციის ვიზიტის დროს მოხდება, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.
Island-ის კლასის ხომალდებს 1980-იანი წლებიდან აწარმოებენ. ისინი, ძირითადად, არალეგალებთან და ზღვაში უკანონოდ ნარკოტიკების გადამზიდავების წინააღმდეგ საბრძოლველადაა გათვლილი.
ხომალდები უზრუნველყოფენ პორტების უსაფრთხოებას და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.
ხომალდის სიგრძე 100 ფუტია, სიფართე —21 ფუტი, წყალწყვა —154 ტონა, ხოლო ეკიპაჟი — 16 ადამიანი.