გიორგი რაზმაძეს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი რაზმაძე ხუდადოვის ქუჩაზე „BMW" მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას. მან ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითად მოსიარულე ნათია დვალსა და თამარ მჭედლიძეს დაეჯახა.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში დამნაშავედ ცნო, რის შედეგადაც ორი ქალბატონი დაიღუპა და მას 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბათუმთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

უბედური შემთხვევა აგვისტოს თვეში მოხდა, როდესაც ხუდადოვის ქუჩაზე გიორგი რაზმაძე  „BMW" მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას. მან ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითად მოსიარულე ნათია დვალსა და თამარ მჭედლიძეს დაეჯახა. 

ორივე ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რაზმაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) აღიძრა, რაც ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

რაზმაძის უფლებების დამცველს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.


ყველა ახალი ამბავი
0