ვეგეტარიანელები თუ „ხორცისმჭამელები“ - არჩევანი თქვენზეა

CC BY-SA 2.0 / Flickr / Joshua Rappeneker / Eat!ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს
ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
და მაინც - ღირს ხორცზე უარის თქმა, რომ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე განვვლოთ? შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ხორცზე უარის თქმა უფრო დიდხანს სიცოცხლის გარანტიაა?

ცნობილია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გარემო და გენები მოქმედებს. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ გენები ამ გავლენის მხოლოდ 30%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ გარემო გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლიობას განსაზღვრავს.

გარემოს მრავალი ფაქტორიდან ყველაზე შესწავლილი და განხილვის საგნად ქცეულია კვება. კერძოდ, კალორიების შეზღუდვის საკითხი დღემდე აქტუალურია. ამ დროისთვის კვლევები მოწმობს, რომ მოხმარებული კალორიების რეგულირებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში — თაგვებისთვის, მაგრამ რაც კარგია თაგვისთვის, აუცილებელია არაა, ასევე კარგი იყოს ადამიანისთვის.

კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

„რას ვჭამთ“ — ეს არანაკლებ აქტუალური თემაა კვლევებისთვის, ხოლო ხორცის მიღება საერთოდ განსაკუთრებით დიდი ყურადღებით განიხილება. იმ კვლევის შედეგებით, რომელშიც 100 000 ამერიკელი 5 წლის განმავლობაში მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებიც ხორცს ანიჭებდნენ უპირატესობას, სიკვდილის რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვეგეტარიანელებში (ყოველ შემთხვევაში, კვლევების პერიოდში). ეფექტი განსაკუთრებით მამაკაცებში გამოვლინდა.

როდესაც კვლევების შედეგები შეაჯამეს და გააანალიზეს, ცხადი გახდა, რომ დიეტა ხორცის მცირე გამოყენებით ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. თუმცა, ყველა კვლევას ამ დასკვნამდე არ მივყავართ. ზოგიერთი კვლევა მხოლოდ მცირე განსხვავებას ავლენს ვეგეტარიანელებისა და ხორცის მომხმარებელთა მაჩვენებლებში, ან შედეგები საერთოდ ერთნაირია.

ნათელია მხოლოდ ის, რომ ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სიმსივნეც კი. არსებობს რიგი მტკიცებულებები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ „ვეგანური“ დიეტები, შესაძლოა, ჯანმრთელობის დაცვას დამატებით უკეთესად უზრუნველყოფს, ვიდრე ჩვეულებრივი ვეგეტარიანული დიეტები. აქვე გეტყვით, რა განსხვავებაა ვეგეტარიანულ და ვეგანურ დიეტებს შორის: ვეგეტარიანელები საკვებად იყენებენ რძის ნაწარმსა და კვერცხს, ხოლო ვეგანები — არა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათთვის თაფლი — ვეგეტარიანელებიდან ზოგიერთი იღებს თაფლს, ზოგი არა, ხოლო ვეგანები თაფლს არ მიირთმევენ.

CC BY 2.0 / Flickr / Scott Veg / My Big Fat Greek Saladვეგეტარიანელები რძის ნაწარმს იღებენ, ხოლო ვეგანები - არა
ვეგეტარიანელები რძის ნაწარმს იღებენ, ხოლო ვეგანები - არა - Sputnik საქართველო
ვეგეტარიანელები რძის ნაწარმს იღებენ, ხოლო ვეგანები - არა

შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ხორცზე უარის თქმა უფრო დიდხანს სიცოცხლის გარანტიაა? ამჟამად — არა.

პირველ რიგში, ადამიანი სხვა ცოცხალი არსებების უმრავლესობაზე მეტხანს ცოცხლობს. ეს არსებითად ართულებს კვლევებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეზე რაიმეს ზეგავლენას ზომავს, მაგალითად, ვერ იპოვით მეცნიერს, რომელიც თავისი კვლევის შედეგებს 90 წელი დაელოდება. ამის ნაცვლად მეცნიერები სწავლობენ უკვე არსებულ სამედიცინო მონაცემებს, ან ქირაობენ მოხალისეებს ხანმოკლე კვლევებისთვის, აანალიზებენ სიკვდილის სტატისტიკას და აკვირდებიან, ცდის მონაწილეებიდან სიკვდილისადმი რომელი ჯგუფია უფრო განწყობილი. ამ მონაცემებიდან იღებენ დასკვნებს იმაზე, თუ რა ეფექტს ახდენს სიცოცხლის ხანგრძლიობაზე ესა თუ ის ფაქტორი, მათ შორის — ხორცის პროდუქტებზე უარის თქმა.

უშედეგო დიეტა - Sputnik საქართველო
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს

ეს ყოველივე კვლევებისადმი დამოკიდებულების პრობლემაა. მაგალითად, საჭიროა დადგინდეს კავშირი ხორცის მოხმარებასა და ადრეულ სიკვდილს შორის. მაგრამ პირველი მეორეზე აუცილებელ ზეგავლენას არ ახდენს. შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ვეგეტარიანელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ურთიერთკავშირშია, მაგრამ სხვაგვარად, შესაძლოა, ვეგეტარიანელები უფრო აქტიურად ცხოვრობენ, ნაკლებს სვამენ, არ ეწევიან, ვიდრე მათი „ხორცისმჭამელი“ ოპონენტები.

როდესაც მეცნიერები კვების თაობაზე კვლევებს ატარებენ, ისინი ეყრდნობიან ექსპერიმენტში მონაწილეების ზუსტ და პატიოსან მონაცემებს მათი რაციონის შესახებ. მაგრამ ამის თვალდახუჭული ნდობაც არ შეიძლება. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს სჩვევიათ საკვებთან დაკავშირებით ტყუილის თქმა — ხანდახან ამეტებენ, რომ ჯანსაღი საკვები მიიღეს, ხანდახან ამცირებენ მიღებული კალორიების რაოდენობას. გამოსაცდელი ჯგუფების შედეგების აბსოლუტური დაჯერება სრული კონტროლის გარეშე რთულია.

და მაინც — ღირს ხორცზე უარის თქმა, რომ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე განვვლოთ? ალბათ პასუხი ორგანიზმზე გარემოს და, აქედან გამომდინარე, საკვების ზემოქმედებაში იმალება. კვლევების თანახმად, შესაძლებელია, რომ ხორცზე უარის თქმამ ხელი შეუწყოს ჯანმრთელ სიბერეს, გაზარდოს შანსი, რომ თავიდან აიცილოთ უამრავი, სიბერესთან დაკავშირებული დაავადება. ერთადერთი, რისი თქმაც აბსოლუტურად ზუსტად შეიძლება, ისაა, რომ მაქსიმალური ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ ისეთი ცხადი რისკების თავიდან არიდებით, როგორიცაა, მაგალითად, მოწევა.

© FL/ Martino!„რას ვჭამთ“ - აქტუალური თემაა კვლევებისთვის
„რას ვჭამთ“ - აქტუალური თემაა კვლევებისთვის - Sputnik საქართველო
„რას ვჭამთ“ - აქტუალური თემაა კვლევებისთვის

P.s. ალბათ ყველა დავფიქრებულვართ, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ვცხოვრობთ, ვეწევით თუ არა, ვსვამთ თუ არა, სპორტს მივდევთ თუ არა, რას ვჭამთ და ა.შ. ნახეთ? გუშინ ვიღაც ახალგაზრდა ავტოავარიაში დაიღუპა, ან ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა… ასე უსასრულოდ, მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება — ჯანსაღი ცხოვრების წესი მეტ შანსს გვაძლევს — დავბერდეთ და თან ისე, რომ სხვებზე დამოკიდებული არ გავხდეთ და სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი ლოგინს მიჯაჭვულმა არ გავატაროთ, ამიტომ სჯობს, რამდენსაც ვიცოცხლებთ, ხარისხიანად ვიცოცხლოთ!

ყველა ახალი ამბავი
0