თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი მიხეილ ჟვანეცკი პირველად წარდგება თბილისელი მაყურებლის წინაშე 11 დეკემბერს.
ჟვანეცკისა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა შეხვედრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ქართული კომპანია IT FIX, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებითაა დაკავებული. ორგანიზაციაში საავტორო საღამოს შუამავალი ცნობილი ქართველი რეჟისორი დავით საყვარელიძეა.
„თბილისში საავტორო საღამოს გამართვის ინიციატივა თავად ჟვანეცკის ეკუთვნის. ჩვენ ის ივნისის თვეში მოსკოვში ყოფნისას გავიცანით, და მან მითხრა: „არასდროს ვყოფილვარ საქართველოში, თბილისში, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ვყოფილვარ თქვენთან. ეს უნდა გამოვასწოროთ!“ რამდენადაც მას აქ ჰყავს ძალზე ახლო მეგობარი რეზო გაბრიაძე, საქართველოში ჩამოსვლა და შემოქმედებითი საღამოს გამართვა მოუნდა. ჩვენ კი ეს გავაკეთეთ“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საყვარელიძემ.
მიხეილს ჟვანეცკი საქართველოში სამი დღე დარჩება. როგორ რეჟისორმა აღნიშნა, საავტორო საღამოს გარდა ჟვანეცკისთვის საქართველოში შეიძლება კულტურული პროგრამა შემუშავდეს.
თუ რა პროგრამით წარდგება ჟვანეცკი ქართული მაყურებლის წინაშე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.