თბილისში ჯოვანი ვეფხვაძის გამოფენა გაიმართება

© FB / Юрий Акулянჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრის ტილოები თვითმყოფადობითა და არტისტული ხასიათით გამოირჩევა.

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი ფერმწერისა და მწერლის ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრების გამოფენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 15 ნოემბერს გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯოვანი ვეფხვაძის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები — პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები, თბილისისა და იტალიის ქალაქების სურათების სერია.

„ჯოვანი ვეფხვაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საკავშირო სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნოს 70-იანელთა თაობის წარმომადგენელი იყო. მისი წარმოსახვითი სამყარო და მუშაობის ტექნიკა გამოირჩევა თვითმყოფადობითა და არტისტული ხასიათით, რომელიც მხატვრის პიროვნების საყრდენს წარმოადგენდა", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე - Sputnik საქართველო
მშვიდობით, სინიორ ჯოვანი!

გამოფენა 22 ნოემბრამდე გასტანს.

ჯოვანი ვეფხვაძე 1949 წლის 13 მარტს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მხატვრის ალექსი ვეფხვაძის ოჯახში დაიბადა. 1967 წელს ჯოვანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1973 წელს დაამთავრა.

1973 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, აშშ-ის, საბერძნეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ჯოვანი ვეფხვაძე 2016 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0