2017 წლის ზაფხულამდე "ტაბულამ" მაუწყებლობა შეაჩერა

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხი „ტაბულა“, რომელსაც თამარ ჩერგოლეიშვილი ხელმძღვანელობს, სატესტო რეჟიმში მაუწყებლობას ზაფხულში დაიწყებს, ხოლო სრულფასოვანს - შემოდგომაზე.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ტელეარხმა „ტაბულამ“ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა ფორმატის ცვლილების მიზეზით. 

„ტაბულა“  მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს.

ამ მიზნით, 2017 წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ  ტელეარხის საიტის და ტაბულას FB-გვერდის მეშვეობით გავრცელდება. განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება”, — ნათქვამია ტელეარხის ვებ-გვერდზე

პრესა - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმე კვლავ აქტუალური გახდა

ტელეარხისა და ჟურნალ „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლეა. 2010 წელს „ტაბულა“ სამოქალაქო განათლების ფონდმა დააფუძნა. მას შემდეგ გამოიცემოდა ჟურნალი „ტაბულა“, 2012 წელს კი ფონდმა სატელევიზიო სიხშირე შეიძინა და 2013 წლიდან ტელემაუწყებლობა დაიწყო. 


ყველა ახალი ამბავი
0