თბილისი, 15 ნოემბერი- Sputnik. ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში, რომელიც ორგანიზაცია Freedom House —მა შეადგინა, საქართველომ 65-დან მეათე ადგილი დაიკავა.
ამა თუ იმ ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლებაზე დასკვნები სამ ძირითად ჯგუფში გაერთიანებულ მაჩვენებლებს ეყრდნობა: წინააღმდეგობა ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, შეზღუდვა შინაარსზე და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.
საქართველომ 25 ქულა მიიღო, რითაც რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა, ნათქვამია კვლევაში Freedom on the Net 2016.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ესტონეთი, ისლანდია, კანადა, აშშ, გერმანია, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, სომხეთმა მე-17 ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა —43, თურქეთმა — 46, რუსეთმა — 52.
ყველაზე უარეს მდგომარეობაში ინტერნეტის თავისუფლების მხრივ არიან პაკისტანი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ვიეტნამი, კუბა, უზბეკეთი, ეთიოპია, ირანი, სირია და ჩინეთი.
ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში (Freedom on the Net) — ეს არის ყოველწლიური კვლევა და მისი თანმდევი რეიტინგი ინტერნეტის თავისუფლებაზე მსოფლიოს ქვეყნებში. მას
Freedom House აქვეყნებს, რომელიც აფასებს ბეჭდვითი, სამაუწყებლო, და ონლაინ საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების ხარისხს 1980 წლიდან.