საქართველოს პირველი ლედი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პროექტს უერთდება

© photo: courtesy of Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ცნობილი ქალები მარჯანიშვილის თეატრში ითამაშებენ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი“, რომელიც ქალთა პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ასევე ქართველი პოლიტიკოსი ქალები, მწერლები, რეჟისორები და უფლებადამცველები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში „შვიდი“. ესაა დოკუმენტური სპექტაკლი, რომელიც გენდერული ნიშნით შევიწროებასთან ბრძოლას ეძღვნება.

შვიდი საჯაროდ ცნობილი ქალი წაიკითხავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შვიდი აქტივისტი ქალის: პაულა სიზმერის, კეტრინ ფილუქსის, გეილ კრიგელის, ქეროლ კ. მაკის, რუთ მარგრაფის, ანა დივიარ-სმითის და სიუზენ იანკოვიცის მიერ დაწერილ პიესას. სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე 25 ნოემბერს.

პროერქტ ნიჭიერის ჟიური - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეშოუ „ნიჭიერში“ მიიღებს მონაწილეობას

პირველი ლედის გარდა, სცენაზე გამოვლენ პოლიტიკოსები — თამარ ჩუგოშვილი, თამარ გურჩიანი, ხათუნა სამნიძე, იურისტი და უფლებადამცველი ელენე ხოშტარია, სცენარისტი და ჟურნალისტი ნესტან კვინიკაძე და მწერალი და რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი, იუწყებიან ორგანიზატორები.

პიესის თითოეული ნარატორი (მთხრობელი), ქალი-უფლებადამცველი გვიყვება, თუ როგორ იბრძვის თავის ქვეყანაში გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და რა სირთულეების გადალახვა უწევს ამ ბრძოლაში.

დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“ ორგანიზაცია Voices-ის (HeddaProduktion AB) მიერ უკვე 32 ქვეყანაში წარმატებით დაიდგა. საქართველოში პროექტს ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. დადგმის ქართული ვერსიის ავტორია სალომე ჯაში, მასალა ქართულად თარგმნა თამთა გელაშვილმა.

ქალი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გაერომ გენდერული პოლიტიკის სფეროში საქართველოს წარმატებები შეაფასა

„სპექტაკლი ნათლად წარმოაჩენს, ძალადობისა და დისკრიმინაციის რამდენად მრავალფეროვან გამოვლინებებთან უწევთ ქალებს შეჯახება, ხშირად სრულიად მარტოებს და რამდენად შემაძრწუნებელი და დამანგრეველია თითოეული მათგანი. „შვიდის“ მიზანი სწორედ ქალების გაძლიერებაა, მათთვის სტიმულის მიცემა, რათა ხმა აიმაღლონ და თამამად იბრძოლონ გენდერული ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აღნიშნავენ, ქართველი ქალები ყოველდღიურად განიცდიან სხვადასხვა ტიპის ძალადობასა და დისკრიმინაციას.

„მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად განხილული და ტაბუდადებული სექსუალური შევიწროებაა“, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აქტივისტების განცხადებით, ამ პროექტით „ქალთა ფონდი საქართველოში“ იწყებს კამპანიას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0