პრეზიდენტი სამართალდამცავებს ქალთა წინადაცვეთის ფაქტების გამოძიებისაკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ გამოძიებამ გამოავლინა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რიგ სოფლებში გოგონათა წინადაცვეთა ხდება.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს კონტროლის ქვეშ აიყვანონ ქვეყანაში ქალთა წინადაცვეთის შესახებ გამოძიება. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაადასტურა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ კახეთის სამ სოფელში ქალთა წინადაცვეთა ხდება.

თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
მუფთი: ქალთა წინადაცვეთა ისლამს არ უკავშირდება
 

„საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია რომ, სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ. 

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან, თქვა მიშველაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0