NDI არჩევნებზე საქართველოში: პლუსები და მინუსები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI-ს დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ღია პოლიტიკური გარემო და კონკურენტული საარჩევნო კამპანია იყო, მაგრამ იყო სერიოზული პრობლემებიც.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ასახავს ხალხის ნებას, მაგრამ იყო პრობლემებიც წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშში.

NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ივნისის შუა რიცხვებში შეუდგა. ორგანიზაციის ეგიდით არჩევნებს სულ 23 დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.

„საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი, კონკურენტული საარჩევნო კამპანიით, შედეგებით, რომლებიც საიმედო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვა, ასევე რამდენიმე ძირითადი პრობლემით, რომლებზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება“, — აღნიშნულია ანგარიშში.

არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
ODIHR: საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტური პირველზე უკეთესი იყო

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ, თავისუფლად დაეფუძნებინათ პოლიტიკური პარტია ან შესულიყვნენ რომელიმე პარტიაში, ხოლო კანდიდატებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდავად და დისკრიმინაციის გარეშე შეეძლოთ.

„ეს არჩევნები ასახავდა ხალხის ნებას, თუმცა იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის ძალადობა, დაშინება, პრობლემები საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებებს, და იყო ბევრი შეცდომა“, — განაცხადა საქართველოში NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფართომასშტაბიანი ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ გამოყოფილია რამდენიმე ინციდენტი: გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, სროლა ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, ასევე ჩხუბი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს შორის.

ეუთოს დამკვირვებლები - Sputnik საქართველო
ეუთო: კენჭისყრამ კარგად ჩაიარა, მაგრამ იყო პრობლემები

დაკვირვების შედეგად NDI ხელისუფლებას ურჩევს, მოკლე ვადებში დასაჯოს სამართალდამრღვევები და გააძლიეროს პოლიციის მუშაობა ინციდენტებზე უფრო სწრაფი რეაგირების მიზნით. ორგანიზაციამ პარტიებს სანქციების მექანიზმების შემუშავება ურჩია იმ წევრებისა და აქტივისტების მიმართ, რომლებიც ძალადობაში ან დაშინებაში მონაწილეობდნენ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 27 ადგილი ერგო, ასევე შევიდნა საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ 6 წარმომადგენელი, 1 – „მრეწველებიდან“ და ერთიც — დამოუკიდებელი კანდიდატი.

ყველა ახალი ამბავი
0