ეუთო: კენჭისყრამ კარგად ჩაიარა, მაგრამ იყო პრობლემები

© Sputnik / Alexander Imedashviliეუთოს დამკვირვებლები
ეუთოს დამკვირვებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე შეაფასა. მან აღნიშნა, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. კენჭისყრამ საპარლამენტო არჩევნებზე დადებითად ჩაიარა, მაგრამ ხმების დათვლის დროს პროცედურული პრობლემები იყო, განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კელჩევსკიმ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში 30 აგვისტოდან იმყოფება. ამ პერიოდში დამკვირვებლებმა შეისწავლეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო, გამართეს შეხვედრები მთავრობის, ცესკოს, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ისინი ასევე დააკვირდნენ არჩევნების მიმდინარეობას.

IRI - Sputnik საქართველო
IRI: არჩევნები საქართველოში იდეალური არ ყოფილა

„საარჩევნო უბნების გახსნამ და კენჭისყრის პროცესმა ყველა უბანზე, სადაც დაკვირვებას ვახდენდით, დადებითი შეფასება მიიღო. რაც შეეხება ხმების დათვლას, ამან უფრო ნეგატიური შეფასება მიიღო, ძირითადად, პროცედურული პრობლემების გამო“, – განაცხადა კელჩევსკიმ თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში, ბევრი სამოქალაქო დამკვირვებელი, ასევე პარტიების წარმომადგენელი იყო.

„ხანდახან ისინი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ აღვსილი და კომისიის მუშაობაში ერეოდნენ“, – განაცხადა კელჩევსკიმ.

კელჩევსკიმ წინასაარჩევნო რბოლა დადებითად შეაფასა, თუმცა, აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„მთლიანობაში, კამპანიამ, მიუხედავად ძალადობის რამდენიმე შემთხვევისა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა, ამასთან, ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციული რესურსები არამიზნობრივად იქნა გამოყენებული და წინასაარჩევნო საქმიანობა ხანდახან კანონს არ შეესაბამებოდა“, – აღნიშნა მან.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბრალდებების სათანადო გამოძიება. საქართველოს ხელისუფლებამ ამომრჩევლისა და კანდიდატების უფლებების დაცვისთვის ნაბიჯები უნდა გადადგას.

„დაკვირვებამ აჩვენა, რომ კონკურენტული კამპანიის მსვლელობისას თავისუფლებები დაცული იყო, და საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილე მხარეების ნდობა დაიმსახურა… ეს კარგი საფუძველია, რომ მოხდეს დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს ძალისხმევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან გარვეული პრობლემები შევნიშნეთ“, – აღნიშნა კელჩევსკიმ.

თბილისი - Sputnik საქართველო
სუამი: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა, თუმცა, 2015–2016 წლებში მიღებულმა საკნონმდებლო შესწორებებმა საარჩევნო პროცესზე გავლენა იქონია.

„კომისიებს და კანდიდატებს საკუთარი გეგმების შეცვლა მოუწიათ და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძნელია. საარჩევნო ოლქების საზღვრები წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეცვალეს. და ბოლომდე გასაგები არ იყო ის საკანონმდებლო წესები, რომლის თანახმად ამ ოლქების საზღვრები შეცვალეს“, – განაცხადა კელჩევსკიმ.

დამკვირვებლებმა ასევე დაადგინეს, რომ რიგ მედიასაშუალებებს მიკერძოებული საინფორმაციო გამოშვებები ჰქონდათ.

„ჩვენ დავაკვირდით ექვსი არხის საქმიანობას და მონიტორინგმა აჩვენა, რომ, ზოგადად, ტელეკომპანიები ფასიანი და უფასო რეკლამების საკანონმდებლო მოთხოვნებს იცავდნენ, მაგრამ არ იყო დაცული საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები… შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ტელეკომპანია, ახალი ამბების გაშუქებისას, მიკერძოებული იყო“, – აღნიშნა კელჩევსკიმ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრები საქართველოში მუშაობის გაგრძელებას აპირებენ, რადგან მაჟორიტარული ოლქების უმეტეს ნაწილში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0