„Sputnik საქართველოს“ მკითხველი ზამთარში დასასვენებლად გუდაურსა და ბაკურიანს ირჩევს

© photo: Sputnik / Роман Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ მკითხველები საქართველოში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტებიდან უპირატესობას გუდაურსა და ბაკურიანს ანიჭებენ

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მკითხველთა უმეტესობა ზამთრის კურორტებიდან უპირატესობას გუდაურსა და ბაკურიანს ანიჭებს.

კითხვაზე, „საქართველოს ზამთრის კურორტებიდან რომელს გამოარჩევდით“,  გამოკითხვაში მონაწილეთა 41,2%-მა უპასუხა, რომ გუდაური. თუმცა, ანალოგიურია იმ მკითხველების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ბაკურიანში დასვენებას ირჩევენ (41,2%).

გოდერძის კურორტზე დასვენებას გამოკითხვაში მონაწილეთა 11,8%-მა მისცა ხმა.   რაც შეეხება მესტიას, მას ხმა მკითხველთა მხოლოდ 5,9%-მა მისცა.

კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გუდაური და ბაკურიანი ყველაზე მეტად იზიდავს მოთხილამურე ტურისტებს

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები გუდაური და ბაკურიანი წინასაახალწლოდ დასასვენებლად დსთ-ის ქვეყნებში ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტების ათეულში შევიდა.

რეიტინგი სასტუმროების საძიებო პოპულარულმა სერვისმა RoomGuru.ru-მ განსაზღვრა.

საქართველოს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მთავრობა 170 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ამ ეტაპზე საქართველოს ზამთრის კურორტებზე ათობით ახალი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ზანთრის სეზონის დასაწყისისთვის მიტარბში სამი საბაგირო გზა დაიწყებს ფუნქციონირებას, თეთნულდზე კი ოთხი, ხოლო გუდაურში სამი ახალი სათხილამურო ტრასა გაიხსნება.

საქართველოს მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა დამთვალიერებელს არამარტო ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში მიიზიდავს.

ყველა ახალი ამბავი
0