თბილისი, 13 ნოემბერი— Sputnik. ამერიკელი მსახიობები, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დატოვებდნენ ამერიკას, თავის სიტყვებზე უარი თქვეს, The Washington Times-ზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.
გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა ვარსკვლავებმა "გადაიფიქრეს", როგორებიცაა მასახიობი და მომღერალი მაილი საირუსი, მსახიობი ემი შუმერი და კომედიანტი ჩელსი ხენდლერი.
"თუ კი ის პრეზიდენტი გახდება, მე გადავდივარ",-წერდა საირუსი მარტში Instagram-ში,და ხაზგასმით აცხადებდა, რომ ის "არ ამბობს იმას, რის გაკეთებას სინამდვილეში არ აპირებს".
თუმცა, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში მომღერალმა სულ სხვა რამ დაწერა: "თუ კი ჩვენ გვინდა, რომ დონალდ ტრამპმა მიგვიღოს, ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ ის პრეზიდენტი გახდა და ჩვენი ქვეყნის "გაერთიანებას" და სიდიადის აღდგენას აპირებს".
ხენდლერმა, რომელიც არჩევნების შედეგებამდე ამტკიცებდა, რომ "ყოველი შემთხვევისათვის სხვა ქვეყანაში სახლი იყიდა", ხუთშაბათს თქვა, რომ დარჩება ამერიკაში და "ბრძოლას" განაგრძობს.
ემი შუმერმა, რომელიც ასევე აცხადებდა ევროპაში გადასვლის შესახებ, სამშაბათს BBC-ს ინტერვიუში აღიარა, რომ "იხუმრა".
The Washington Times აღნიშნავს, რომ იმათ სიაში, ვინც ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ამერიკიდან გადასვლის შესახებ აცხადებდა, გაცილებით მეტი სახელია-კერძოდ, იმ სიაში მოხვდნენ მსახიობები ბრაიან კრენსტონი, სემიუელ ელ ჯექსონი, ლინა დანემი და მრავალი სხვა.
ტრამპის მიძულეთა სიაში მსახიობი რობერტ დე ნიროც არის, რომელმაც არჩევნების წინ რესპუბლიკელი კანდიდატის მისამართით შეურაცხმყოფელი ტირადა წარმოთქვა. თუმცა მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ მის მიერ გახმოვანებულ სურვილს "ტრამპს სახეში გაარტყას" ვეღარ განახორციელებს. "ახლა არ შემიძლია, ის პრეზიდენტი გახდა. მისი მდგომარეობის პატივისცემა მომიწევს",-განაცხადა მან.
Hollywood Reporter-ის ინტერვიუში დე ნირო ასევე ამბობდა, რომ თავს გრძნობს "როგორც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ", ამ დროს მან აღნიშნა, რომ ამერიკელებმა, მისი აზრით, უნდა დაიცადონ და დააკვირდნენ იმას, როგორ იმუშავებს ტრამპის მთავრობა.