ასტრონომები ასეთ მასშტაბურ „სუპერმთვარეობას“ სავსე მთვარის პერიგეას უწოდებენ. ტერმინი პერიგეა აღნიშნავს თვის განმავლობაში მთვარის მდებარეობის ყველაზე ახლო წერტილს დედამიწის მიმართ.
თავად ტერმინი "სუპერმთვარეობა" 2011 წელს გამოიყენეს, მაშინ როცა განსაკუთრებით დიდი ზომის მთვარე დაფიქსირდა და მისი ავტორი ასტროლოგი რიჩარდ ნოლე გახლავთ. პერიგეის დროს დედამიწის თანამგზავრი პლანეტასთან 50 ათასი კილომეტრით უფრო ახლოს მოდის ვიდრე მაშინ, როცა დედამიწიდან ყველაზე შორ რადიუსს — აპოგეის გადის. დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილების მსგავსი რყევა მთვარის ორბიტის რადიუსთან არის დაკავშირებული, რომელსაც ელიფსური ფორმა აქვს. მსგავსი სუპრემთვარეობა მიმდინარე წელს უკვე მეორეა — პირველი 16 ოქტომბერს დაფიქსირდა, ხოლო შემდეგი 13 დეკემბერსაა მოსალოდნელი.
ამავე დროს NASA აფრთხილებს “სუპერმთვარეობის“ ნახვის მსურველთ, რომ თვალით მთვარეზე მთებისა და კრატერების დანახვა მიუხედავად რეკორდული სიახლოვისა, მაინც შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მთვარის აპოგეასა და პერიგეას შორის კუთხური მანძილი მხოლოდ 12 %-ია და შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ იმის შემჩნევა შეიძლება, რომ დედამიწის თანამგზავრი უფრო კაშკაშა გახდა.
ციურ სხეულებზე დაკვირვების მოყვარულთ, შეუძლიათ კვირას აბასთუმნის ობსერვატორიას ეწვიონ და იქ არსებული ტელესკოპებით დააკვირდნენ პლანეტისთვის ამ განსაკუთრებულ მოვლენას.